logo_geo
ლალი მოროშკინა: იქ, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია გამართულად მისვლა, ნუ მივჩანჩალდებით!
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:13


არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა თითქმის ერთი თვეა მოსკოვში იმყოფება და სხადასხვა დონეზე მართავს შეხვედრებს. თუ როგორ აფასებს მოსკოვიდან საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ამაზე მოროშკინა „ქართულ აზრს" ესაუბრა:

 

„იქ, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია გამართულად მისვლა, ნუ მივჩანჩალდებით!

ტრამპმა - „ტრამპ თაუერზე" უარი თქვა;

ტრამპი - პუტინი ახალი მსოფლიო ტრენდია!

ტრამპის მოგების შემდეგ რუსეთში რუბლი ყოველ დღე მყარდება!

ახლა კი მოვახდინოთ აბსტრაგირება ყოფითისგან და ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ რა ელის მსოფლიოს!

 

საფრანგეთმა ტრადიციისამებრ ძლიერისკენ გადახარა სიმპათიები და ფედერალური ტელეარხები ღიად უჭერენ მხარს პუტინის გლობალ-პოლიტიკას, გერმანია ისედაც გაზსადენის მძევალია, დანარჩენი ევროპა ხურდად მოყოლილი, ისედაც ყველაფერზე ყაბულს არის.

 

„ფორბსი" აღარც ახსენებს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ობამას, სამაგიეროდ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ნაირ-ნაირ ნომინაციებშია წარმოდგენილი.

 

სულ ცოტა ხანში ტრამპი და პუტინი საიუბილეი ტორტივით გადაინაწილებენ მსოფლიოს ახლებურად, ციმბირული ამბიციებით, როცა დიდი ნაჭერი უფრო ძლიერს ეკუთვნის, ასეთი კი უკვე გამოავლინა ბოლო ჟამის მოვლენებმა, სანამ ბებია კლინტონი დესტრუქციას უწყობდა საკუთარ ხალხს...

 

მაშ ასე, ტრამპმა - NATO ძვირადღირებული უმოქმედო წარმონაქმნიაო, ევროკავშირი მეძავიაო, საქართველოს იდიოტები მართავდნენ და აღარ მაინტერესებსო...

 

ჰოდა, ახლა თავად ვიფიქროთ:

 

ან ღირსეულ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ რუბლ და ზურგგამაგრებულ რუსეთთან, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა და ამით გადავირჩინოთ თავი, არადა, ლარის გაუფასურების, მიწების გასხვისების გზით ისევ იქ მივჩანჩალდებით, სადაც ჯერ არს და ჩვენი კონვერტირებადი ფასი - ერთ დოლარად მართალია მილიონი, მაგრამ უსაზღვროდ გაუფასურებული ლარი იქნება!" - აცხადებს მოროშკინა.


ლალი მოროშკინა მოსკოვში ვიზიტისას, ასევე შეხვდა ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებს. როგორც მან „ქართულ აზრთან" საუბარში განაცხადა, დეტალებზე უახლოეს მომავალში გააკეთებს კომენტარს.  





 

big_banner
არქივი