logo_geo
ირმა ინაშვილი „ნაციონალებს“: ისე ჩქარობთ, რაღაც პროვოკაციაში გვითრევთ!
- +

19 დეკემბერი. 2016. 18:08


 


პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადების მომზადებით პარლამენტს პროვოკაციაში ითრევს.


ინაშვილის განცხადებით, მას უმცირესობის მიერ მომზადებული განცხადება არ მიუღია. შესაბამისად, მის შინაარსს არ იცნობს.


ისე ჩქარობთ, რაღაც პროვოკაციაში გვითრევთ. გეოპოლიტიკური ვითარება რთულია და სადღაც გვითრევთ და იქ თავს არ ჩაგათრევინებთ", - მიმართა უმცირესობას ირმა ინაშვილმა.


საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს მოუწოდებს, სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება მიიღოს.



 

big_banner
არქივი