logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ
- +

20 დეკემბერი. 2016. 14:17



საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.


ვიზიტის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა და პატივი მიაგო თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას.


„ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თურქულ მედიასთან საუბრისას.



 

big_banner
არქივი