logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს!
- +

21 დეკემბერი. 2016. 16:08





საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, რომელიც დღეს განიხილება:

 

„მინდა გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც დღეს განიხილება. მოითხოვენ კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას. იმ ფონზე, როცა რეგიონში ტერორიზმის რისკები გაზრდილია, მომსწრენი ვართ საზარელი ტერორისტული აქტების, ვფიქრობ, ჩვენი სპეცსამსახურების დასუსტება და მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვა, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ნამდვილად არ წაადგება.

 

მინდა ვთხოვო ყველა დაინტერსებულ მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს და ნუ დავუპირისპირდებით ერთი ხელის მოსმით ისეთ რეგულაციებს, რომელთაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა დაიცვან!", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 




 

big_banner
არქივი