logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოპტიმისტურად ვართ განწყობილები!
- +

21 დეკემბერი. 2016. 16:46




ფრაქცია „ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არავისთვის უცხო არ არის, რომ ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას.


„პრობლემები განსაკუთრებით შეეხება უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხებს. ეს პრობლემებია მთლიანად რეგიონში. თავს მოვიტყუებთ, რომ ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, უნდა ვთქვათ ის სიმართლე, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ვალია ამ გამოწვევებს შევხვდეთ მომზადებულები და ვიყოთ ადეკვატურები! მიუხედავად ჩვენი გუნდურობისა და ჩვენი საერთო გეგმებისა, არ ვაპირებთ არ ვიყოთ კრიტიკულები. ჩვენ ვაპირებთ ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე!

 

ყველა მოლოდინი და გათვლა მოწმობს, რომ სიტუაცია დასტაბილურდება. ისედაც ჩვენს მოქალაქეებს ლარის კურსის ცვალებადობა აწუხებთ და ნუ შევუწყობთ არასაგნობრივი ლოგიკით მოლოდინების გაღრმავებას ხელს! როდესაც კატასტროფასა და აპოკალიფსზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კიდევ უფრო აღრმავებს ნეგატიურ მოლოდინებს! ყველამ ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა თავზე. დარწმუნებულები ვართ იმ გეგმის რეალისტურობაში, რაც მთავრობის მიერაა წარმოდგენილი და განწყობილები ვართ ოპტიმისტურად!", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 



 

big_banner
არქივი