logo_geo
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს
- +

21 დეკემბერი. 2016. 18:45




თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე შალვა ჯაბახიძე ადასტურებს. ჯაბახიძის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.


გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის განმარტებით, მომხდარი მთავრობის გადაწყვეტილებას არ უკავშირდება და ეს უწყების ხედვა იყო.

 

„ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყვნენ გასამხედროებული ქვედანაყოფები, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთკონტრაქტავლილი სამედროები და ოფიცრებიც, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლება მიღებული და სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული. ეს იყო მიზეზი მათი გათავისუფლების. ამ ფორმით არ დარჩება სამხედრო ბატალიონები. ვაპირებთ მათ ოპტიმიზაციას. ერთ-ერთი მიზეზი არის გაბერილი შტატები", - აღნიშნა ჯაბახიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი