logo_geo
კობა კობალაძე: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცვლილებების განხორციელება!
- +

21 დეკემბერი. 2016. 20:15




„რეორგანიზაცია, გამჭვირვალეობა ჩვენთვის ყველაზე მთავარი მიმართულებაა. არცერთი ცვლილება სპეცსამსახურების დასუსტებისკენ არ იქნება მიმართული", - ამის შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კობალაძემ განაცხდა.


როგორც კობალაძემ „ქართულ აზრს" განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას ეხება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს, რადგან ცვლილებებით ქვეყნის ინტერესები არ იქნება დაცული.


„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცვლილებების განხორციელება. ყველა ჩვენგანი ორიენტირებულია, რომ ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს. სახელმწიფოს ერთ-ერთი დაცვა, კი არის შეიარაღებული ძალები, სპეცსამსახურები და ეს ყველაფერი არის ორიენტირებული იმაზე, რომ დემოკრატიული, ძლიერი ქვეყანა გვქონდეს.

 

რეორგანიზაცია, გამჭვირვალეობა ჩვენთვის ყველაზე მთავარი მიმართულებაა. ეს ყველაფერი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ ფუნდამენტალურ, დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და არცერთი ცვლილება სპეცსამსახურების დასუსტებისკენ არ იქნება მიმართული",- განაცხადა კობალაძემ.


 

big_banner
არქივი