logo_geo
ვიქტორ დოლიძე: ქამარი შემოვიჭირე...
- +

22 დეკემბერი. 2016. 18:07


 

ქამარი შემოვიჭირე, ისევე, როგორც ყველა სამინისტრომ", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა ფორმით გეგმავს მისი უწყება ხარჯების შემცირებას.


შიდა რესტრუქტურიზაცია უკვე განხორციელდა. ერთი მოადგილე ფარავს NATO- და .. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებას, მეორე - ევროკავშირს და დახმარების სამსახურებს, ხოლო მესამე მოადგილე - საზოგადოებასთან ურთიერთობას და ადმინისტრაციულ სამსახურებს. ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს ჩვენთან და იმის აუცილებლობა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვა, არ ყოფილა. შესაბამისი სამსახური უკვე ითვლის ხარჯებს. მეტი აქტივობა, მეტი საქმე და ნაკლები ხარჯები ცოტა რთული გასაკეთებელია, მაგრამ მოგვიწევს, რადგან ფეხი უნდა ავუწყოთ ჩვენი თანამოქალაქეების უკეთესი ცხოვრების მოწყობას. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ 10%-ით შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.



 

big_banner
არქივი