logo_geo
კობა ნარჩემაშვილი: ძალიან სამწუხაროა!..
- +

1 მარტი. 2018. 14:38



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ბორჯომში განვითარებული მოვლენებს აფასებს:

 

„ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და რეცეპტის გამოწერაზე, თუ რა უნდა მოხდეს, თავს შევიკავებ. ეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად იცის. რაც იქ მოხდა, ამაში არაფერია კონსტრუქციული, ასეთი ფორმები პოლიტიკაში არის კატეგორიულად მიუღებელი, დასაგმობია და კატეგორიულად ვემიჯნები. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა თვითმმართველობის ზოგიერთ ადგილობრივ ორგანოში მათი მოქმედების ფორმად სწორედ ასეთი ფორმა აირჩიეს", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.


ცნობისათვის, გუშინ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოდან „ქართული ოცნების" წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

 


 

big_banner
არქივი