logo_geo
ვაჟა ბერიძე: გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პოზიტიურად ვაფასებ
- +

9 მარტი. 2018. 18:20


ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის განცხადებით, პრემიერის განცხადება იყო პოზიტიური ნაბიჯი და რუსეთთან უნდა მოხდეს დიალოგი ყველა დონეზე, რაც არ უნდა რთული იყოს ეს დიალოგი.

 

„პოზიტიურად ვაფასებ პრემიერის განცხადებას. ყოველთვის მოხარული ვიყავი, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად რუსეთთან დიალოგი ყველა დონეზე, რაც არ უნდა რთული იყოს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.


მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება და გიორგი კვირიკაშვილი არ მოერიდა ოპოზიციის გააფთრებულ თავდასხმებს, რაც ამ განცხადების შემდეგ მოსალოდნელი იყო, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. გონიერი ხელისუფლება ასე უნდა მოქცეული.


დღევანდელი განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი რუსეთს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.




 

big_banner
არქივი