logo_geo
სერგო რატიანი: ჩვენი შიდაპარტიული დემოკრატია ცოტა უცნაურად გამოიყურება
- +

23 დეკემბერი. 2016. 16:39


 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას აკეთებს:


„საკმაოდ უცნაური რამ მოხდა გუშინ, როდესაც წინა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ ყრილობაში 7000 კაცი მიიღებდა მონაწილეობას. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია დანარჩენი პროცედურების გაწერა და სამდივნოზე მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით.

 

პრობლემა არის ის, რომ ბევრი წესი აქ გაწერილი არ არის. პასუხი მივიღეთ, რომ ამ წესებს დაადგენს საორგანიზაციო კომისია. წესებს კი უნდა ადგენდეს პოლიტსაბჭო, ეს არის პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების ხელში ჩაგდების მცდელობა და იმის ცდა, რომ ფაქტობრივად, წესების გარეშე ჩატარდეს 7000 კაციანი ყრილობა.

 

იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ადამიანებს ეძახიან მოღალატეებს და ასე შემდეგ, ეს ჩვენი შიდაპარტიული დემოკრატია ცოტა უცნაურად გამოიყურება", - განაცხადა რატიანმა.


 

right_banner big_banner
არქივი