logo_geo
დავით უსუფაშვილი: ჟურნალისტი იმისთვის არის, რომ ხანდახან გაგვამწაროს
- +

17 ნოემბერი. 2016. 17:36



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა.



მე მინდა თქვენ გითხრათ ნახვამდის. დაგემშვიდობოთ ამ სტატუსით ამ ვითარებასა და შენობაში. შევხვდებით კვლავაც, თუ თქვენ მყარად ხართ თქვენს არჩევანში, რომ აგრძელებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობას. გისურვებთ, გაუმკლავდეთ ამ ძალიან ძნელ პროფესიას. ის ხარვეზები, რომელიც შეხვედრაზე ვახსენე და პოლიტიკურ ცხოვრებაშია, აისახება თქვენზე იმიტომ, რომ ყოველთვის ამ მოვლენების შუაში ხართ. არასწორია იმის თქმა, რომ ჟურნალისტები ასე აშუქებენ, ისე აშუქებენ და .. ეს ჩვენი საერთო თემებია. რამდენი ნაბიჯითაც თქვენ წახვალთ წინ პროფესიულ განვითარებაში, იმდენი ნაბიჯით მოგყვებათ პოლიტიკური კლასი და პირიქით. ერთმანეთზე ძალიან მჭიდროდ ხართ დამოკიდებული. გისურვებთ ასეთ სწორ და კარგ ნაბიჯებს პროფესიულ საქმიანობაში და არა მხოლოდ. ბევრი სხვა მიმართულებითაც. მადლობა ამ თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით კი მწვავე კითხვებისა და კამათისთვის. მეტიც შეიძლებოდა, ალბათ. ჟურნალისტი იმისთვის არის, რომ ხანდახან გაგვაბრაზოს და გაგვამწაროს, აბა, ისე რა აზრი აქვს. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 


 

big_banner
არქივი