logo_geo
ლევან იზორია: სამწუხარო რეალობაა...
- +

24 დეკემბერი. 2016. 18:05



„სამწუხარო რეალობაა, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის უწყება იქცა უფრო სოციალურად ორიენტირებულ უწყებად და თავდაცვისუნარიანობა შესუსტდა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო პოლიციის დასავლეთის ბატალიონიდან 40 სამოქალაქო და სამხედრო პირის გათავისუფლებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


როგორც იზორიამ აღნიშნა, ოპტიმიზაციის კუთხით ყველაფერი ქვეყნის ინტერესებიდან გამომადინარე კეთდება.


„სამწუხარო რეალობაა, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის უწყება იქცა უფრო სოციალურად ორიენტირებულ უწყებად და თავდაცვისუნარიანობა შესუსტდა, ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, NATO-ს სტანდარტებთან მიახლოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაიცეს თანაზომიერი ხარჯები სოციალური დახმარებისთვის, მათ შორის ხელფასებისთვის, მაგრამ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე. კერძოდ, ინფრასტრუქტურაზე აღჭურვილობის შეძენაზე. ეს არის არამხოლოდ ჩვენი ისტორიული მომენტი, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, არამედ ჩვენი მოკავშირეების, NATO-ს წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების მთავარი მოთხოვნაც და ამ ფაქტს ისინი „ისტორიულ ფაქტს" უწოდებენ. ეს რეფორმები გარკვეული მტკივნეული პროცესია, მაგრამ ჩვენ პრიორიტეტები სწორად უნდა დავინახოთ და აქედან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით, თუ რა არის ჩვენი უწყებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის პირველხარისხოვანი. სახელმწიფომ ბუნებრივია, ყველა ადამიანზე უნდა იზრუნოს, მათ შორის განსაკუთრებით ვეტერანებზე, მაგრამ ეს უკვე სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებაა და არა თავდაცვის უწყების", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი