logo_geo
ადა მარშანია: რა არის ჩვენი მიზანი - NATO-ში შესვლა თუ - სოხუმში?!
- +

29 დეკემბერი. 2016. 17:46


 



 „რა არის ჩვენი მიზანი - NATO-ში შესვლა თუ სოხუმში?!" - აღნიშნული კითხვით საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლიციის პროექტის განხილვისას მიმართა.


"ჩვენი მთავარი ამოსავალი ქვეყნის გამთლიანება უნდა იყოს! რად გვინდა ეს NATO ჩვენ! NATO რად გვინდა ჩვენ, ქვეყანა რომ გავამთლიანოთ თუ როგორღაც შევიდეთ და ჯანდაბას, მერე როდესმე გაერთიანდება ქვეყანა? მერე იმ რეგიონებიდან რა დარჩება?! თქვენ იცით, იქ (აფხაზეთში) რა უმძიმესი და ტრაგიკული პროცესი მიმდინარეობს? მთელი მოსახელობა შიდსით არის დაავადებული, ტუბერკულოზით არის დაავადებული მთელი მოსახლეობა. ხელოვნურად არის შეცვლილი დემოგრაფიული სურათი და მალე იქედან პოლიტიკურ განცხადებებს მივიღებთ - გესმით რას გეუბნებით თქვენ?!", - განაცხადა მარშანიამ.

 



 

big_banner
არქივი