logo_geo
რატომ შეაწყვეტინეს ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ჭიაბერაშვილს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა?
- +

30 დეკემბერი. 2016. 02:16


 


ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრებმა ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს სიტყვა მაგიდაზე ხელების ბრახუნით რამდეჯერმე შეაწყვეტინეს.


ინციდენტი საკანონმდებლო ორგანოში მაშინ მოხდა, როდესაც ზურაბ ჭაბერაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაზე და ალეპოსთან მიმართებით, ცალკე რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა.


ადა მარშანიას განცხადებით, პარლამენტმა არ უნდა განიხილოს სირიის საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული პროექტი, რადგან „ზესახელმწიფოებსაც" ვერ გაურკვევიათ, თუ რა ხდება ალეპოში რეალურად. მარშანია დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ზოგიერთ ძალას ქვეყნის სისხლიან პოლიტიკაში ჩათრევა სურს.


ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, კი საქართველო, საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება მაშინ, როდესაც რუსეთის ქმედებებმა გააჩინა შესაძლებლობათა ფანჯარა, რომ ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთიანობის აღდგენის საკითხი უფრო აქტუალურად დამდგარიყო საერთაშორისო დღის წესრიგში.


 

 

 

 


 

big_banner
არქივი