logo_geo
რამაზ საყვარელიძე: ამით მარტო ჟურნალისტები იქნებით აღფრთოვანებული…
- +

30 დეკემბერი. 2016. 12:53



ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრის შეცვლას არ ეთანხმება და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებას ვერც საპარლამენტო და ვერც სამთავრობო გუნდი ვერ გაჰყვება.

 

„ამ ცვლილებების ფონზე კვირიკაშვილის ფიგურაზე დასვა კითხვის ნიშანი, ეს იმას გულისხმობს, რომ კითხვის ნიშანი დაესვას მთლიანად ამ გუნდს და ყოველივე იმას, რაც კვირიკაშვილის სახელს უკავშირდება. ასე აქეთ-იქით ხტუნაობით ქვეყანა ვერ განვითარდება. თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, ასე უნდა მოვიქცეთ. მთლიანად ახალ რელსებზე გადაყვანას ვერ გაყვება ვერც საპარლამენტო გუნდი და ვერც - სამთავრობო გუნდი. მარტო ჟურნალისტები იქნებით აღფრთოვანებული, იმიტომ, რომ თემა მოგეცემათ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


 

big_banner
არქივი