logo_geo
მამუკა ბახტაძე: თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული ადამიანზე
- +

14 ივნისი. 2018. 18:54

 

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა.

 

„საქართველო არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა, ხოლო ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა. თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამისთვის, საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი და ყველა იდეის კონსოლიდაცია. მე დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი