logo_geo
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია
- +

17 ივნისი. 2018. 15:06

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

 

გორის რაიონის სოფელ ახალუბნის  მკვიდრი 68 წლის მიშა პეტრიაშვილი დღეს გაიტაცეს. მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც გატაცება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი