logo_geo
მამუკა მდინარაძე: სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით
- +

23 ივნისი. 2018. 03:23

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე მოხდება შეჯერება.

 

„23 ივნისს, იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, ამის შემდეგ დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი. მამუკა მდინარაძის თქმით, 23 ივნისს უმრავლესობის და პრემიერის შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი