logo_geo
არჩილ თალაკვაძე: შავი ჯიპებიდან არა თეთრ ჯიპებზე, სედანებზე გადავსხედით
- +

28 ივნისი. 2018. 12:18

 

 

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად, შესაძლოა, სახელფასო ფონდიც შემცირდეს. მისივე თქმით, შემცირდება სხვა დანახარჯებიც, როგორიცაა ავტომობილები და მასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

„სახელწმიფო აპარატს ჰქონდა 2012 წლის არჩევნებამდე ძალიან დიდი ავტოპარკი და ჰქონდა ძალიან ბევრი ახალი ავტომობილის შესყიდვა, მეტწილად ძვირადღირებულის. 2012 წლის შემდეგ ძვირადღირებული ავტომობილების შესყიდვა მნიშვნელოვნად შემცირდა, ერთეულ რაოდენობაზე იყო დასული, ასევე შემცირდა ძვირადღირებულ ჯიპებზე გაწეული ხარჯები. მხოლოდ ერთეული შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც ჯიპის ტიპის ავტომობილი იყო ნაყიდი სახელმწიფო აპარატისთვის. შავი ჯიპებიდან თეთრ ჯიპებზე, ეს იყო ერთგვარი უტრირება, შავი ჯიპებიდან თეთრ ჯიპებზე ჩვენ არ გადავმსხდარვართ, შავი ჯიპებიდან ჩვენ გადავსხედით სედანებზე, ეკონომიურ მანქანებზე.

 

პარლამენტმა იყიდა „ჰიუნდაის“ მარკის სედანები, საკმაოდ იაფი კომპლექტაციით, ქალაქის მერიამ კალაძის გადაწყვეტილებით იყიდა ეკოლოგიურად სუფთა და ასევე ეკონომიური კომპლექტაცია. თქვენ რომ ნახოთ მთელი რიგი შესყიდვები შინაგან საქმეთა სამინისტროში საპატრულო პოლიციისთვის თუ ჯანდაცვის სამინისტროში, ყველგან არის ეკონომიური ვარიანტები. ერთეული შემთხვევებია, როდესაც ჯიპის ტიპის ავტომობილის შესყიდვა ხდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

გადაცემის წამყვანმა განმარტა, რომ აუდიტის სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, სამინისტროებს 2 463 მანქანა ემსახურებოდა და საწვავზე დიდი რაოდენობით თანხები იხარჯებოდა.

 

 

big_banner
არქივი