logo_geo
აკაკი ზოიძე: ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ!
- +

9 ივლისი. 2018. 12:52

 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ერთსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. როგორც ზოიძემ გადაცემა „პოლიტიკურ დეტექტორში“ განაცხადა, ქორწინება არის მამაკაცსა და ქალს შორის.

 

„ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ. ქორწინება არის მამაკაცს და ქალს შორის. არავინ ხელს არ უშლით მათ, იყვნენ პარტნიორები. რაც შეეხება შვილად აყვანას, არ მიმაჩნია, რომ ეს სწორია, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, შვილის უფლებებთან მოდის წინააღმდეგობაში, შვილის უფლებები იზღუდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, იცხოვრონ მასთან, ვისთანაც უნდათ. ეს მათი არჩევანია, ოღონდ ამის რეკლამა მიუღებელია, რომ ეს არის სწორი ცხოვრების წესი. ხშირად შთაბეჭდილება მრჩება, თავს გვახვევენ, რომ ეს არის ყველაფერი. მეორე მხარეს, მიუღებელია მხოლოდ ამ ნიშნით დისკრიმინაცია და ზეწოლა ადამიანების მიმართ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი