logo_geo
არჩილ თალაკვაძე: დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება - თბილისში არ იმყოფება!
- +

11 ივლისი. 2018. 22:47

 

 

„ქართული ოცნების“ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„დღეს ჩვენ გვექნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სხდომა, რომელსაც დაესწრება პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. დღესვე ჩატარდება უმრავლესობის სხდომა, სადაც საპარლამენტო გუნდს, პრემიერ-მინისტრი წარმოგვიდგენს თავის გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით და გვესაუბრება იმ ძირითად გეგმებზე და რეფორმებზე, რომლებიც უკვე ნდობის გამოცხადების შემდეგ უნდა განახორციელოს მთავრობამ.

 

პოლიტსაბჭოს შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ ის წევრები, რომლებიც ამ დროისთვის თბილისში იმყოფებიან. ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაში არ იღებს მონაწილეობას, ვინაიდან თბილისში არ იმყოფება", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი