logo_geo
დავით ჭიჭინაძე: კურიოზია, რომ მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა
- +

14 ივლისი. 2018. 20:09

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის მოსაზრებით, პოლიტიკური კურიოზია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.

 

როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი თავისი შთაბეჭდილებების გავლენის ქვეშ არის.

 

„საერთოდ, კურიოზი მართლა ისაა, რომ მარგველაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ასეთი პრეზიდენტის ყოლას სჯობს, „ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი საერთოდ არ ჰყავდეს, ასე ხალხს ნაკლებად გააღიზიანებს და მგონი, მოსახლეობის გულს უფრო მოიგებს. პიროვნებაზეა დამოკიდებული, თავს რისი კადრების უფლებას მისცემს. მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს საკუთარი თავი პლასტელინს შეადარა და ადამიანებმა საკუთარ თავს პლასტელინი არ უნდა უწოდონ. პლასტელინი არ უნდა აგვერჩია, შევცდით”, – განაცხადა დეპუტატმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკური კურიოზია, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი