logo_geo
რატომ კარგავს პარლამენტი ეფექტურობას? - დავით უსუფაშვილის განცხადება
- +

18 ნოემბერი. 2016. 16:36



პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება ცუდია, ვინაიდან, მისი თქმით, დედაქალაქს და ქუთაისს შორის არსებული მანძილის გამო მისი ეფექტურობა დაახლოებით 20-25 პროცენტით იკლებს.


უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ახალი პარლამენტი კვლავ ქუთაისში განაგრძობს საქმიანობას.


„თუ ახალი პარლამენტი გადაწყვეტს სამუდამოდ ქუთაისში ყოფნას და, მგონია, რომ აქეთკენ მიდის, ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, რადგან ჩემი შეფასებით, პარლამენტი თავისი ეფექტურობის 20-25%-ს კარგავს მხოლოდ იმით, რომ გაბნეულია თბილისსა და ქუთაისს შორის.


„ქართული ოცნება" წინა პარლამენტში მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ველოდით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიგვეღო. საკითხი პოლიტიკურად მომწიფებულიც არის და გადამწიფებულიც ყველა დონეზე.

 

ახლა თუ პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის გადაწყვეტილებას არ იღებენ, მაშინ იმაზე უნდა იფიქრონ, რომ თბილისში მდებარე შენობას მოუხერხონ რაიმე და მაშინ დარჩეს პარლამენტი ქუთაისში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 








 

right_banner big_banner
არქივი