logo_geo
„ვადასტურებ, რომ...“ - დავით სერგეენკო საპრეზიდენტო კანდიდატურაზე
- +

18 ივლისი. 2018. 12:31

 

 

„ვადასტურებ იმას, რომ ამ წუთის მდგომარეობით, ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დავით სერგეენკოს განმარტებით, მმართველი პარტია კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღამდე, ორი თვით ადრე დაასახელებს.

 

„ადრე, რამდენჯერმე მართლაც გაჟღერდა ჩემი სახელი და გვარი, მაგრამ გაჟღერდა ისეთ ვითარებაში, როდესაც მედიამ დამისვა კითხვა. მაშინაც და ახლაც ვადასტურებ იმას, რომ ამ წუთის მდგომარეობით ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, როდის დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატი, ამის ბოლო ვადა არის არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან 2 თვე“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას, სერგეენკო ასე პასუხობს: „ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასე პასუხის გაცემა არ ღირს“ .

 

 

big_banner
არქივი