logo_geo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
- +

18 ივლისი. 2018. 15:30

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა იმის შანსი, რომ გაემეორებინა თავისი 17%-იანი შედეგი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძით 17%-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური გაერთიანების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასახელების კომენტირებისას განაცხადა.

 

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობა“ შეგნებულად დაასახელა სუსტი კანდიდატი. რა შეიძლება იდგეს ამის უკან, ეს შეიძლება მოგვიანებით გაირკვეს. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს მათ უნდა ჰკითხოთ და ეს გაირკვევა მოგვიანებით”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი