logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილმა თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში...
- +

25 ივლისი. 2018. 00:16

 

 

„საზოგადოებამ უკვე გაიგო – მე და კვირიკაშვილი მეგობრულად არ დავშორები​ვართ ერთმანეთს. აქ არის ეს კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილი მასთან ფორმალურ ზარებს ახორციელებდა.

 

„არაფორმალურად არ ვმართავდი არც მთავრობას და მით უმეტეს, ხელისუფლებას. ამის კარგი მაგალითია ის, რომ საზოგადოებამ უკვე გაიგო – მე და კვირიკაშვილი მეგობრულად არ დავშორებივართ ერთმანეთს. აქ არის ეს კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია. ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ეკონომიკის იმ ნაწილში, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიეთ. მასთან დანარჩენ საკითხებში სხვა დაჟინებითი მოთხოვნები და ხშირი ზარები არ მქონია. თვითონ თუ რაღაც ფორმალურ ზარებს ახორციელებდა, მეკითხებოდა, მე შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. არ არის ჩემი მეგობარი დღეს და ჰკითხონ, რამდენად ვმართავდი, თუ მქონდა მართვის მცდელობა – არავითარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი