logo_geo
სოფიო ქაცარავა: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს!
- +

26 ივლისი. 2018. 03:47

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს:

 

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები და სწორი შეფასება:

 

- პარლამენტის როლის ხაზგასმა: პარლამენტის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და გამყარდეს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ საპარლამენტო მმართველობად.

 

ასევე, ძალიან სწორი შეფასება  საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.

 

- გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და ვიმოქმედოთ სწორად, ისე რომ ქვეყნის მიერ მიღწეული საგარეო თუ საშინაო წარმატებები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

 

- დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ქაცარავამ.

 

big_banner
არქივი