logo_geo
თეა წულუკიანი: მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირისადმი კითხვები თუ დაისმება, ყველა ვალდებულია, უპასუხოს
- +

26 ივლისი. 2018. 16:57

 

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარონ, უპასუხა, რომ მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირისადმი კითხვები თუ დაისმება, ის გამომძიებელმა უნდა დასვას და ყველა ვალდებულია, პასუხი გასცეს.

 

„მე არ მაქვს არანაირი საფუძველი და ვერ მექნება, რომ დღეს ვისაუბრო რამე ტიპის გარიგებებზე და დანაშაულზე. ყველა ადამიანი ვსარგებლობთ უდანაშაულობის პრეზუმფციით. მე არ გახლავართ არც პროკურორი, არც გამომძიებელი. ამისთვის, არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები. კითხვები თუ დაისმება, ნებისმიერი წარსულში თუ მოქმედი თანამდებობის პირისადმი, ეს კითხვები უნდა დაისვას, კითხვები უნდა დასვას გამომძიებელმა და ჩვენ ვალდებული ვართ, გავცეთ ხოლმე გამომძიებლის დასმულ კითხვებს პასუხები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი