logo_geo
„ვპირდები საზოგადოებას...“ - ლევან იზორია რეფორმებზე საუბრობს
- +

18 ნოემბერი. 2016. 16:53

 

 

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე მას რეფორმების განხორციელების ორმაგი მოტივაცია უჩნდება.


„ჩვენ უნდა ავიღოთ სწორება თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას პირდაპირ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება მათი გადასახადები. უნდა შევიძინოთ თუ არა დამატებით კიდევ ბომბდამშენები, რომელიც ათობით მილიონ დოლარს აღემატება ზოგჯერ, თუ ვიყოთ უფრო ორიენტირებულები ისეთ თავდაცვის სისტემებზე, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამაზე საჯაროდ უნდა დავიწყოთ დისკუსიები. პირადი გამოცდილება მაქვს რეფორმებთან დაკავშირებით. როდესაც პოლიციის აკადემიის რექტორი ვიყავი და ვქმნიდით ახალ პოლიციას საპატრულო პოლიციის სახით, მე გამოცდილი მაქვს არაერთი შემოტევა, ლანძღვაც, მაგრამ ჩვენ ეს რეფორმები ღირსეულად მივიყვანეთ ბოლომდე და მე დღეს ამაყი ვარ, რომ ამ რეფორმებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი. ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება", - აღნიშნა ლევან იზორიამ.









 

big_banner
არქივი