logo_geo
ბექა დავითულიანი საკრებულოს ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს
- +

11 აგვისტო. 2018. 01:51

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ზონის სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობა იგეგმება.

 

ბექა დავითულიანმა აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მთელი გასული კვირის განმავლობაში ტყუილზე აგებულ პროპაგანდას ეწეოდა. მისი თქმით, საუბარია „კია მოტორსის“ ცენტრის ტერიტორიაზე, ავტომობილების ცენტრის ნაცვლად, მრავალფუნქციური კომპლექსის - „ორანჟერეას“ მოწყობაზე და არანაირი რეკრეაციის ხელყოფა არ ხდება.

 

„წლების წინ, აღმაშენებლის ხეივანში აშენებულ „კია მოტორსის“ შენობას ფუნქცია ეცვლება და მის ადგილას საგამოფენო მრავალფუნქციური ცენტრის მოწყობა იგეგმება. შესაბამისად, ოპოზიცია უბრალოდ ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დიღმის ტყე-პარკში მშენებლობა დაიწყება. ტყე-პარკის ტერიტორია აქ არაფერ შუაშია“ , - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოპოზიციას სიცრუის ტირაჟირებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავება ურჩია.

 

 

big_banner
არქივი