logo_geo
კახა კალაძე: პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს
- +

13 აგვისტო. 2018. 14:42

 

„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რაც 2012 წლამდე იყო, შესაბამისად, არც იმდენი თანამშრომელი სჭირდება, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

თბილისის მერმა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია პრეზიდენტობის კანდიდატი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდეს.

 

„კანდიდატს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ჯერ დრო არის. ვუყურებთ კამპანიას. ვნახოთ, შეიძლება სხვა ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდეს. ჩვენთვის მთავარია ის, რომ იყოს დამოუკიდებელი და არ მიეკუთვნებოდეს რომელიმე კონკრეტულ პარტიას“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი