logo_geo
მე-9 მოწვევის პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილეების ვინაობა ცნობილია
- +

18 ნოემბერი. 2016. 18:20



ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე სერგი კაპანაძის კანდიდატურა წარადგინა.


აჭარის კვოტით, 6 დეპუტატის ხელმოწერით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე წარედგინა ილია ნაკაშიძის კანდიდატურა.


ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ირმა ინაშვილის კანდიდატურა წარადგინა.


უმრავლესობის კვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე წარედგინა ორი კანდიდატურა - ზვიად ძიძიგური და გიორგი ვოლსკი.


სერგი კაპანაძის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დანიშვნას მხარი დაუჭირა 96 დეპუტატმა. ხოლო მისი კანდიდატურის მოწინააღმდეგე 15 დეპუტატი გახლავთ.


ილია ნაკაშიძის კანდიდატურას მხარი 131 დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურის მოწინააღმდეგე პარლამენტში 0 დეპუტატი აღმოჩნდა.


ირმა ინაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მხარი 106 დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურის მოწინააღმდეგე 24 დეპუტატი გახლდათ.


ზვიად ძიძიგურის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დანიშვნას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა. მოწინააღმდეგე - 2 დეპუტატი.


გიორგი ვოლსკის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა,  მოწინააღმდეგე - 3 დეპუტატი.


შეგახსენებთ, 118 დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ ჩუგოშვილი აირჩია.











 

big_banner
არქივი