logo_geo
სად განათავსებს პარლამენტს, რესპუბლიკის სასახლეს და პრეზიდენტის რეზიდენციას დავით უსუფაშვილი?!
- +

14 აგვისტო. 2018. 10:16

 

„პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შევალ ავლაბრის სასახლეში და მთავრობას და პარლამენტს მალევე დავითანხმებ უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულებების განთავსების იმავე ოპტიმალურ სქემაზე, რასაც 2012 წელსაც ვუჭერდი მხარს: პარლამენტი – თბილისში, პრეზიდენტი – ათონელის ქუჩაზე, საქართველოს რესპუბლიკის სასახლე – ავლაბარში“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს.

 

„საქართველოს რესპუბლიკის სასახლე გახდება ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი სიმბოლო. იგი პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშვნის პერიოდში გაიხსნება და ერთგვარად ერთ სივრცეში მოაქცევს პირველ (1918-1921) და მეორე რესპუბლიკებს (1991-დან დღემდე). ეს სასახლე არ იქნება რომელიმე თანამდებობის პირის რეზიდენცია. მასში გაიმართება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებები და ცერემონიები, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უმაღლესი რანგის სტუმრების მიღებები, ოფიციალური სადილები, სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიები და სხვა. სასახლე ღია იქნება დამთვალიერებლებისთვის და მასში განთავსდება სახელმწიფო ენის დარბაზი, სხვა სახელმწიფო სიმბოლიკის დარბაზი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი, პირველი და მეორე რესპუბლიკების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დარბაზი. ეს სასახლე იქნება ჩვენი საერთო სახელმწიფოს, მისი ავის და კარგის, ვისთვის საამაყოს და ვისთვის დასაგმობის, პირუთვნელი მემატიანეც და საიმედო ბურჯიც”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი