logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: ვერ მოვიგეთ! უნდა შევეგუო!
- +

18 ნოემბერი. 2016. 22:17



საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსულ BBC-ისთან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ენმ-მ ვერ შესძლო არცევნების მოგება. ჟურნალისტის შეკითხვას, რომ თუ პარტია კარგ შედეგს აჩვენებდა დაბრუნდებოდა თუ არა, სააკაშვილი პასუხობს, რომ არა.


„არა. მე იქ ორი ვადით ვიყავი პრეზიდენტი, მესამე ვადას კონსტიტუცია კრძალავს. ჩემი პარტია არჩევნებზე ჩემ გარეშე გავიდა ისე, რომ სრულფასოვანი შემცვლელი ვერ ნახა. ჩვენ ვერ მოვიგეთ. ამას უნდა შევეგუო. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობდი, რომ როგორი შედეგიც არ უნდა ყოფილიყო, საქართველოს ხელისუფლებაში არ დავბრუნდებოდი. მე აქედან არ გავიქცევი", - განაცხადა სააკაშვილმა.









 

big_banner
არქივი