logo_geo
თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილზე: ჯანმრთელობას ვუსურვებ
- +

5 ოქტომბერი. 2018. 03:06

 

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

 

„სიმსივნური პროცესები გამორიცხულია, ასევე ექიმების აზრით გამორიცხულია ინტოქსიკაცია, მაგრამ ჩვენ მაინც მათ ვთხოვეთ და ეს გაკეთდა, რომ საზღვარგარეთ გადაგზავნილიყო სისხლის ნიმუშები, რათა გამოირიცხოს ასევე მოწამვლის თეორია, რომელიც ადვოკატებს აქვთ. შესაბამისად, მე მინდა პირველ რიგში, მშობლებს, ოჯახს მივულოცო, რომ მსჯავრდებული არის იმ სიმპტომების ნაწილში, რაც მას აწუხებს- ეს არის სუნთქვითი პრობლემა, ქუთუთოს ანთება და სხვა, გაუმჯობესების და გამოჯანმრთელების გზაზე. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი