logo_geo
გელა სამხარაული: სალომე ზურაბიშვილი მოახერხებს, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობა დააბალანსოს
- +

7 ოქტომბერი. 2018. 15:11

 

 

„სალომე ზურაბიშვილი თავისი ოჯახისშვილობით, თავისი წარსულით, აწმყოთი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მართლა დაგვეხმარება თითოეულ ქართველს, ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ევროპა, ჩვენ გავხდეთ უფრო მეტი ღირსების მატარებელი ხალხი, მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინოთ და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გელა სამხარაულმა ახმეტაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მხარდამჭერების თუ ოპოზიციონერების, თუნდაც იმათიც, ვინც დღეს აი ასე, არ მინდა მათ დავემსგავსო და ბილწი სიტყვები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოვიყენო, მაგრამ  ვინც ასე მახინჯად წარმართავს ამ წინასაარჩევნო კამპანიას. სწორედ, ქალბატონმა სალომემ, ამ თავის ევროპელობით ყველას დაგვიმტკიცა, რომ ეს საარჩევნო კამპანია, ასეთ მშვიდ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანა და თუ დააკვირდებით, მისი მხრიდან არ ყოფილა არცერთი სიტყვაც კი თავისი ოპონენტების მისამართით, რომელიც გარკვეულწილად გამოეპასუხებოდა, თუნდაც, მათ უზრდელობას. სწორედ, აი ასეთი ადამიანი გვჭირდება ჩვენ. დადგა ქვეყანაში ის დრო, რომ ჩვენ, უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, სწორედ ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გახდება პრეზიდენტი, სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ვინც დააბალანსებს სწორედ ამ სხვადასხვა საზოგადოების ფენებს თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობას. პრეზიდენტი, რომელიც იქნება უკლებლივ ყველას გვერდში მდგომი“, - განაცხადა სამხარაულმა.

 

 

 

big_banner
არქივი