logo_geo
გოკა გაბაშვილი: ვანო მერაბიშვილმა, ჩვენი პოზიციის მხარდასაჭერად, ციხიდან წერილი გამოგზავნა
- +

13 იანვარი. 2017. 14:08




„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი პოლიტიკური ლიდერები ვანო მერაბიშვილს მათ გუნდში ელიან. ამის შესახებ განცხადება გოკა გაბაშვილმა გააკეთა.


„როდესაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადამწყვეტი კამათი გაიმართა, ვანო მერაბიშვილმა ჩვენი პოზიციის მხარდასაჭერად ციხიდან წერილი გამოგზავნა. მერაბიშვილმა ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც უკანონო ექვსეულის გზით სიარული ამჯობინეს, მიმართა თხოვნით, ყრილობა გადადებულიყო და ყველა წესი წესდების თანახმად განსაზღვრულიყო. მათ ეს არ გაითვალისწინეს და სამწუხაროდ, ცოტა გაუგებარი პასუხებიც გასცეს მის თხოვნას. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ რა პოზიცია ექნება ვანო მერაბიშვილს", - განუცხადა "ინტერპრესნისუსს" გოკა გაბაშვილმა.


 

big_banner
არქივი