logo_geo
მამუკა მდინარაძე: ვინც გიგი უგულავას გვერდით იდგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის!
- +

16 ოქტომბერი. 2018. 03:18

 

 

„ვინც გიგი უგულავას გვერდით იდგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მათ პარტიაში „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი გადავიდა.

 

„ყველა პირი, რომელიც იყო უგულავასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი დღეს არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. მეტიც, ბევრ მათგანს საერთოდ შეხება არ ჰქონია „ქართულ ოცნებასთან“. ზოგიერთს ჰქონდა. დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა პარტიის კანდიდატი იყო.

 

თუ ეს საბოლოოდ დადასტურდა, ყველა ვთანხმდებით, რომ უგულავა და „ევროპული საქართველო“ გაეხვევიან სერიოზულ სკანდალში. ეს ალბათ, ხვდებით, რის გადასაფარად ხდება. იმის გამო, რომ მათი პარტიის წევრები „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარბიან. მათ შორის, პარლამენტის წევრმა დატოვა მათი პარტია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი