logo_geo
ზურაბ ჯაფარიძე: არ შევიწყალებ არავის, ვისაც ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა აქვს დამტკიცებული!
- +

25 ოქტომბერი. 2018. 23:14

 

 

„წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ შევიწყალებ, თუ ვნახავ, რომ მტკიცებულებები რეალურია და ამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის, ძალადობრივი“,– ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება – „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

 

„წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, არის რაღაც საქმეები, რაც ცალსახად პოლიტიკური მოტივით იყო ინიცირებული. არის რაღაც საქმეები, რომლებისთვისაც თვალ-ყური არ მიდევნებია. მათ შორის, რაზეც მისჯილი აქვთ. ამ საქმეებს გავლა სჭირდება. საერთოდ, მე არ შევიწყალებ არავის, ვისაც ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა აქვს დამტკიცებული, რადგან ძალადობა ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

big_banner
არქივი