logo_geo
გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ყოვლად უპერსპექტივოა
- +

4 ნოემბერი. 2018. 13:31

 

 

„წარმოუდგენელია, მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და მჯერა, ამას ყველა გრძნობს“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ვერის ბაღში განაცხადა.

 

„ბუნებრივია, საზოგადოება ვერანაირად ვერ დაუშვებს სიძულვილს, ტყუილს, ბოროტებას, რამაც ცხრა წლის განმავლობაში ჩაახშო თავისუფალი ქართველი ხალხის ნება და სურვილი, წესიერ ქვეყანაში ეცხოვრათ. ისევ ცდილობენ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ეს ძალა. ეს ყოვლად უპერსპექტივოა და ამას დაადასტურებს უახლოესი დღეები და რაც მთავარია, არჩევნები. წარმოუდგენელია, რომ მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და მჯერა, ამას ყველა გრძნობს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს გაიხსენებენ. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

 

 

big_banner
არქივი