logo_geo
ელენე ხოშტარია: ნიკა მელიას ვთხოვ, გამოიჩინოს ღირსება...
- +

15 იანვარი. 2017. 22:20


 


ე.წ. უგულავა-ბოკერიას ჯგუფის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ბრალდებებს ეხმაურება:  


„სამწუხაროა, რომ ის გუნდი და კონკრეტულად ნიკა მელიაც ასე დაეცა. მის შემთხვევაში 2-3 დღეში მოხდა რადიკალური ცვლილებები, რომ ასეთი ტიპის ბრალდებებს ისვრიან თანამებრძოლებზე. ეს მორალური ტიპის ზღვარსაც კი ცდება. მაგრამ, მე არ ვაპირებ ამ კინკლაობაში დარჩენას. ვთხოვდი ნიკა მელიას, რომ ამ მომენტში მაინც გამოიჩინოს გარკვეული ღირსება და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის იმ მეთოდებით დაკავდეს, რომელიც მას სწორად მიაჩნია და მე არ მიმაჩნია სწორად",- განაცხადა ხოშტარიამ.



 

big_banner
არქივი