logo_geo
მარიკა დარჩია: წარმოუდგენელია იმის ყურება, რაც ჩვენს გარშემო ხდება
- +

13 ნოემბერი. 2018. 17:11

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით ზეწოლისა და მუქარის შემცველი შინაარსის მქონე გზავნილების მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მისი და მისი ოჯახის  მიმართ განხორციელებულ მუქარაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს.

 

„არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება ამ ფაქტის მიმართ. ჩვენ ვსხედვართ ამ დარბაზში და ეს ქვეყნის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. იმ ქვეყნის წინაშე, რომელსაც ყოველთვის ეამაყებოდა ქალი და იცოდა მისი ფასი, პატივს სცემდა მას, როგორც ძლიერ ფიგურას. წარმოუდგენელია იმის ყურება, რაც ჩვენს გარშემო ხდება და მინდა, რომ თითოეული თქვენგანის ერთად დგომა დავინახო ამ ფაქტის წინააღმდეგ. ჩვენ გვყავს შვილები და ნათელია, რამდენად სამარცხვინო და აუტანელია, როცა მათი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ქალბატონს“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

 

მისივე თქმით, იგი პირველ რიგში როგორც ადამიანი და შემდეგ გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ძალიან მკაფიოდ გამოხატავს მის წინააღმდეგობას მსგავსი ფაქტების მიმართ.

 

 

 

 

big_banner
არქივი