logo_geo
ირაკლი კობახიძე: მიუღებელია იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც საბჭოთა დიპლომატიური წარსული აქვს
- +

14 ნოემბერი. 2018. 17:18

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუღებელია იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც აქვს საბჭოთა დიპლომატიური წარსული.

 

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის სირთულეები ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. ბუნებრივია, ასეთი ტიპის კამპანია, როდესაც ვხედავთ ამ მასშტაბის თავდასხმას, შეურაცხყოფას ქალი კანდიდატის მიმართ, ხელს არ უწყობს ჩვენს ქვეყანაში მენტალიტეტის გამოსწორებას. ის, რაც ხდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, არის აზიატური მენტალიტეტის გამოვლინება. სწორედ ამ მენტალიტეტით მართავდა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, ის, რომ საქართველოს პრეზიდენტად არ უნდა იყოს არჩეული საბჭოური მენტალიტეტის მქონე კანდიდატი, ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც საუბრობს.

 

„რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ამაზე ჩვენც ვსაუბრობთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მთავარი ისიც არ არის, რომ ეს ადამიანი იყო პოსტსაბჭოთა დიპლომატი, მთავარი არის ის, რომ მას აქვს საბჭოური მენტალიტეტი და ზუსტად ამ საბჭოური მენტალიტეტიდან არის ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ევროპარლამენტარების განცხადებაზე. ჩვენთვის მიუღებელია იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც აქვს საბჭოთა დიპლომატიური წარსული. ეს მიუღებელია ევროპარლამენტარებისთვის და ასევე ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი