logo_geo
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება
- +

14 ნოემბერი. 2018. 20:57

 

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს და გამოსცა განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების თაობაზე.

 

კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება. 28 ნოემბერი ოთხშაბათია, ის უქმე დღედ გამოცხადდება. არჩევნების მეორე ტურის დღის განსაზღვრისას კანონი რამე რეგულაციას არ ითვალისწინებს და კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაიმართოს.

 

 

big_banner
არქივი