logo_geo
თამარ ჩუგოშვილი: უკეთესი იქნებოდა, არჩევნები შაბათს ან კვირას ყოფილიყო და ზედმეტი კითხვები არ გაჩენილიყო, მაგრამ...
- +

18 ნოემბერი. 2018. 00:44

 

 

„ალბათ, უკეთესი იქნებოდა, არჩევნები შაბათს ან კვირას ყოფილიყო და ზედმეტი კითხვები არ გაჩენილიყო, მაგრამ ეს ცესკო-ს კომპეტენციაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

„ადრეც ყოფილა არაერთხელ პრეცედენტი, როდესაც სამუშაო დღეებში ყოფილა გამოცხადებული კენჭისყრის პროცესი. თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნების დღე იქნება უქმე, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, შაბათი ან კვირა ყოფილიყო და ეს ზედმეტი კითხვები არ გაჩენილიყო, მაგრამ ეს ცესკო-ს კომპეტენციაა, ჩემი კომპეტენცია არ არის.

 

რაც შეეხება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მნიშვნელოვანია კენჭისყრის დროის გახანგრძლივება იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ზოგჯერ მათ უწევთ ერთი ქალაქიდან გადასვლა სხვა ქალაქში, საკმაოდ დიდი მანძილის გავლა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და დროის გახანგრძლივება გარკვეულწილად შეამსუბუქებს იმ პრობლემას, რასაც შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა ქმნის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს დღე ოთხშაბათია და უქმედ გამოცხადდება. საზღვარგარეთის უბნებში კი ხმის მიცემა ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდება.

big_banner
არქივი