logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: ყველა ვხვდებით და ვხედავთ, რომ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ნელი ნაბიჯით მივიწევთ წინ
- +

18 ნოემბერი. 2018. 19:13

 

„ხელისუფლება, მართლმსაჯულება გახმაურებული მკვლელობების საქმეებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.

 

კვაჭანტირაძემ დღეს გურამ შარაძის ოჯახის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მელიქიშვილის გამზირზე, შარაძის მკვლელობის ადგილას გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

 

„ვიზიარებ საზოგადოების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დაპირება, რომელიც წინა პერიოდში მართლმსაჯულების აღდგენასთან დაკავშირებით გაიცა, უნდა შესრულდეს. ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ ოპონენტები ბევრი რამის გამო გვაკრიტიკებენ, თუნდაც იმ ისტორიული „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს მიიღო. ეს იყო პირველი ყველაზე სერიოზული ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენისკენ, როდესაც ათასობით ადამიანს ცხოვრების მეორე შანსი დავუბრუნეთ. ამის შემდეგ პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით წარიმართა. გაჩნდა ახსნა, რომ არ გვყოფნის პროფესიონალი კადრები და ადამიანები, რომლებიც ამ საქმეებით დაკავდებიან. პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი გაიხსნა, რომლის ამოცანაც ყველაზე რეზონანსულ საქმეებზე მუშაობაა, მაგრამ ყველა ვხვდებით და ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ნელი ნაბიჯით მივიწევთ წინ. სამართლიანია მოთხოვნა, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი