logo_geo
„მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან „ნაცმოძრაობის“ „ღირებულებებს“
- +

19 ნოემბერი. 2018. 14:40

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ ხულოს, ბათუმის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რეგიონული ხელმძღვანელების მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

 

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის განმავლობაში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი