logo_geo
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „შავ სიასთან“ დაკავშირებით მთავრობის ინიციატივა ერთჯერადი აქტია
- +

19 ნოემბერი. 2018. 15:31

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებული ინიციატივა ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით არის ერთჯერადი აქტი. ამის შესახებ მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ „შავ სიას“, ეს არის ერთჯერადი აქტი და საუბარი შეეხება მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც აიღეს ვალი 2000 ლარამდე და შემდეგ ეს გაუპრობლემდათ და მეორე კატეგორია, ვისაც ჰქონდა აღებული გაცილებით მეტი თანხა, თუმცა როდესაც ისინი 2000-ს ჩამოსცდნენ, ამის შემდეგ გაუპრობლემდათ ეს სესხი. ამ მოქალაქეების ვალდებულებები მთლიანად განულდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი