logo_geo
ალასანია-სააკაშვილის პოლიტიკური ლაბირინთები!
- +

17 იანვარი. 2017. 02:36



მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საქართველოში არჩევნები წააგო, გადაწყვიტა, „ნაციონალური მოძრაობის" მთელი ინფრასტრუქტურა უკრაინაში პოლიტიკურ ბრძოლას მოახმაროს, რასაც ბევრი არ დაეთანხმა და შედეგად, 27-დან 21-მა პარტია დატოვა. როგორც გამოცემა „უკრაინული რევოლუცია" «ОРД"-ზე დაყრდნობით წერს, ამის შემდეგ ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტების მოსყიდვა დაიწყო. სქემის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია ყიდის იარაღს, ფული მიდის სააკაშვილთან და მის „მოლარე" კობა ნაყოფიასთან, შემდეგ ხდება ჟურნალისტების მოსყიდვა, დასახელებულია კონკრეტული ფასიც - 4000 ამერიკული დოლარი თვეში. პუბლიკაციის შინაარსს წყვეტს უშუალოდ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება უკვე წერდა კიევის რესტორან „სან პაულუში" გამართულ, სააკაშვილსა და კობა ნაყოფიას შეხვედრის შესახებ, სადაც საუბარი ეხებოდა მოსყიდული ჟურნალისტების დაფინანსების სქემებსა და თანხებს, რომლებსაც სააკაშვილის ბიძა - „კგბ"-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, თემურ ალასანია ათეთრებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი